logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი: შეიძლება ადამიანს ბევრი რამ არ მოგწონდეს მთავრობის, მაგრამ როდესაც ექიმი გქვია, მინიმუმ საკუთარი პაციენტების წინაშე უნდა გრძნობდე მეტ პასუხისმგებლობას
- +

17 სექტემბერი. 2023. 21:17

 

 

მედიაჰოლდინგ „კვირას" დამფუძნებელი და ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ხომ არსებობენ ცხოვრებაში ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანები? 

 

კარგის დანახვა არასდროს რომ შეუძლიათ და ყველა უბედურებაში მხოლოდ სხვაა დამნაშავე?

 

ასე, უსაგნოდ, მიზანმიმართულად ტყუილისა და დეზინფორმაციის გამავრცელებლებიც ხომ შეგხვედრიათ?

 

გაიცანით ერთ-ერთი მათგანი, ლადო წიქარიშვილი!

 

იაშვილის ნეიროქირურგი, ასევე რამდენიმე კლინიკის თანამშრომელი ყოფილა.

 

ამ ერთ პატარა სტატუსში იმდენ ტყუილს წერს, გაგიჟდება კაცი! კომენტარებსაც ჩამოვუყევი და ამ პროგრამების შედეგად გადარჩენილი ბავშვების მშობლების,  საქმეში ჩახედული ან არც ჩახედული ადამიანების ადეკვატური რეაქციებიც ჩავიკითხე.

 

ობიექტურად ყველა გააღიზიანა ამდენმა სიცრუემ და მავნებლობამ.

 

სინამდვილეში

 

ტყუილია - მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული პედიატრული სერვისები ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს…. ამიტომ ქართველი ბავშვები მკურნალობას გაივლიან თურქეთში;

 

სიმართლე - სახელმწიფო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს მკურნალობას  საქართველოსთან ერთად, არა მხოლოდ თურქეთის,  ასევე ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში უფინანსებს; პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, პროტონოთერაპიას.პროგრამა  მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ისე სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, პროტონოთერაპიას. საზღვარგარეთ ამ პროგრამას ავტორიტეტული და კვალიფიციური პარტნიორი კლინიკები ჰყავს, მათ შორის: ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრი“ და „თელ ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრი“.

ტყუილია -  საქართველოს თურმე არ შესწევს ძალა უზრუნველყოს თავისი მემკვიდრეობის ჯანმრთელობა;

 

სიმართლე -  საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე.  ცენტრის გახსნა მინისტრმა შარშან დააანონსა და აქ ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი.  პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.

 

ძნელად დასაჯერებელია, რომ ბატონმა ლადო წიქარიშვილმა არ იცის, რომ პროგრამა უამრავ ბენეფიციარს დღეს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღონ. მათ ოჯახებს კი მნიშვნელოვნად უმსუბუქებს იმ ფინანსური წნეხს, რომლის წინაშეც ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისას დგებიან. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ უამრავი ადამიანისთვის, რომლებიც საკუთარი ძალებით ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში დაუცველი არიან.

 

P.S: შეიძლება ადამიანს განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება გქონდეს და ბევრი რამ არ მოგწონდეს მთავრობის, მაგრამ  როდესაც ექიმი გქვია, მინიმუმ საკუთარი პაციენტების წინაშე უნდა გრძნობდე მეტ პასუხისმგებლობას. ამ სტატუსის შემდეგ კი, პირადად ჩემთვის, მისი პროფესიონალიზმიც ბევრ ეჭვს აჩენს.  ექიმი ხარ, მიხედე რა შენს საქმეს, ყველაფერში პოლიტიკა გაგიგია? - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი