logo_geo
გიორგი კეკელიძის „კვარას საქართველო“ იტალიურად ითარგმნა. წიგნის წინასიტყვაობის ერთ-ერთი ავტორი დიეგო მარადონას შვილია
- +

25 ნოემბერი. 2023. 20:27

 

 

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის წიგნი, სახელწოდებით „კვარას საქართველო“ იტალიურად ითარგმნა და 16 დეკემბრიდან გამოიცემა.

 

მკითხველი ხვიჩას გარდა, წიგნში ფეხბურთელის წინაპრებს, ქართულ ფეხბურთს, ბუნებას, საქართველოს კუთხეებსა და ადამიანებს გაეცნობა. წინასიტყვაობის ავტორები დიეგო მარადონა უმცროსი და აკა მორჩილაძე არიან.

 

„ეს არის წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის სამშობლოზე, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ ბევრი არაფერი ვიცით, არადა ძველი, ანტიკური ქვეყანაა, საოცარი კულტურით და ხალხით. ეს წიგნი არის მხატვრული ხერხებით გადმოცემული საქართველოს მზეების ისტორია, რომელიც ხვიჩას წყალობით, ბურთად იქცა იქაურებისთვის, არის ქართული ფეხბურთის ამბები, რომელიც დიდ წარსულს გულისხმობს და ბევრისთვის უცნობია, ხვიჩას წინაპრებზე, საოცარ ბებიაზე და ბაბუაზე, მის პირველ მწვრთნელზე და ფეხბურთის ფანატიკურ სიყვარულზე ქართველი ხალხისა, ხელნაკეთი ანტენით რომ ცდილობდნენ ფეხბურთის სიგნალის დაჭერას დედაქალაქის მახლობელ მთაზე.

 

ძალიან ემოციური ამბავია ჩემთვის, რომ წიგნი სწორედ მამაჩემზე, დიეგო არმანდო მარადონაზე ლაპარაკით იწყება, რომელიც საოცრად ჰყვარებია ქართველ ხალხს, რომელიც ერთხელ იყო კიდეც საქართველოში და დარწმუნებული ვარ დღეს ნეაპოლელი ხვიჩათი ძალიან იამაყებდა. იამაყებდა იმითაც, რომ ხვიჩაზე ამ წიგნის ფინალში არა ვინმე ცნობილი ხალხი, არამედ პატარა ქალაქის ბაზრის მუშაკები ლაპარაკობენ - იმ დიდი სიყვარულით და სიხარულით, რომლის მოტანაც, მგონი, მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია“, - წერს დიეგო მარადონა ჯუნიორი წინასიტყვაობაში.

 

 

big_banner
არქივი