logo_geo
28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალი გაიმართება
- +

27 თებერვალი. 2019. 21:20

 

 

28 თებერვალს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალი ახალი პროექტით - „Tbilisi Big-Band & New Jazz Generation“ გაიხსნება.  ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზ-კომპოზიციებს შესთავაზებენ.

 

1 მარტს, კი ივენთ ჰოლის სცენას, ლეგენდარული, 20 გრემის ჯილდოს მფლობელი პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად,  მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი  და ჯონათან ბარბერი არიან.

 

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით - „Missouri Skies and More“   წარდგება.

 

თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალის გენერალური სპონსორია სოკარი.

 

ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

 

 

big_banner
არქივი