21 აპრილს ქართველი ჰიპ ჰიპ არტისტი ნათია მეგრელიძე, სასცენო სახელით N Ice, სადებიუტო ალბომს Melody გამოუშვებს. როგორც მუსიკოსმა popmusic-თან საუბარში განაცხადა, სტუდიურ ნამუშევარში სულ 8 კომპოზიცია იქნება თავმოყრილი.
ჩანაწერის ფარგლებში ნათიამ პროდიუსერ ლევან ოქროპირიძესთან, ფსევდონიმით Floriouskid და მაიკლ ნავროდსკისთან, იგივე MVYKL-თან ითანამშრომლა. თავად არტისტის გარდა ალბომში რეპერი დავით მეზვრიშვილი, სასცენო სახელით Datomezz მონაწილეობს.
იხილეთ ნამუშევრის ტრეკლისტი და გარეკანი:
„Melody განსხვავებული, ჩემთვის უჩვეულო ნამუშევარია. ასე ვთქვათ, დავასრულე “ბლატაობის” ერა. უფრო ემოციური და შინაარსიანი მუსიკის წერაზე გადავედი. ალბომი მთლიანად გზაში ყოფნისას, მილანიდან თბილისში და თბილისიდან მილანში მგზავრობისას დაიწერა", - აღნიშნა არტისტმა.
ნათია მეგრელიძე წარსულში ფსევდონიმით Ice Lady მოღვაწეობდა და არჩევანს ბუმ ბეფის კლასიკურ ჟღერადობაზე აკეთებდა. მუსიკოსის ბოლოდროინდელი შემოქმედება რეპის ახალი სკოლის ელემენტებს შეიცავს. N ice-ის ცნობილი ტრეკებია WKUN, F L O W, Sarahah და სხვა.
წყარო: www.popmusic.ge