საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, საქართველოში ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა.
მუსიკოსი საქართველოს ახალი ალბომით „ანლიმითიდ – ლაივ 2019“ (UNLIMITED –LIVE 2019) ესტუმრება.
ღონისძიება 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. მის ახალ ალბომში „Unlimited – Greatest Hits“ შესულია ცოტა ხნის წინ არანჟირებული ნაწარმოებები.
ბილეთების გაყიდვა 23 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება, ფასი კი, 80-დან 250-ლარამდე იქნება.