ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა. „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, საქართველოდან დიტო ცინცაძის „შინდისი“ წარსდგება.
„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 5 ქართული ფილმი იყო წარდგენილი:
ნინო ჟვანიას „აღლუმი“;
მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“;
დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“;
გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“;
დიმიტრი ცინცაძის „შინდისი“.