logo_geo
მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2019 “ დასრულდა
- +

12 დეკემბერი. 2019. 15:24

 

 

რესტორან „თავადურში“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კომპეტენტურმა ჟიურიმ 10 ნომინაციაში  გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური პრიზები გადასცა.

 

ნომინაციაში ქალის დრამატული როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს ანკა თათარაშვილის.

მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გამარჯვებულად დასახელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ბათო ახალბედაშვილი.

ქალის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს ნინი ებიტაშვილს.

მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა პოლონეთის მოყვარული სტუდენტური თეატრალური დასის წევრს გრეგორ ზინკიევიჩს.

თბილისის მერიის რჩეული გახდა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი გელაშვილი.

ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს თაკო ხორავას.

მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტს ლეო ჩერქეზიას.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტს ელენე გიგინეიშვილს.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს ბასტო გოგუას.

ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა პოლონეთის მოყვარული სტუდენტური თეატრალური დასის წევრს ანა ოვერზუკს.

კაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს თორნიკე ტარიელიძეს.

მაყურებლის რჩეული გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი დაჩი დონღვანი.

ფესტივალის ორგანიზატორის, მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია „ASTA“-ს რჩეული კი გახდა  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი „GIPA“-ს სტუდენტი გიორგი კიკაბიძე.

დაჯილდოების ცერემონია კონცერტით დასრულდა.

 

ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, წელს ფესტივალის სტუმრები იყვნენ უნგრეთის და პოლონეთის თეატრალური დასები.

 

 

big_banner
არქივი