logo_geo
„მუსიკის 12 მოციქული“ – კვირაში ერთხელ ქართველი მუსიკოსების ლაივ კონცერტები გაიმართება
- +

24 აპრილი. 2020. 14:05

 

 

პირველი არხის შემეცნებით-მუსიკალური გადაცემა „მუსიკის 12 მოციქული“ საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს და აბრეშუმის სტუდიის მხარდაჭერით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს ქართველი მუსიკოსების ლაივ კონცერტებს შემოგთავაზებთ.

 

 

პროექტის ავტორის, დათო ეგენიძის მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის არის „მხოლოდ თქვენთვის“.

 

 

„ჩვენ, პირველი არხი, ჩვენი მუსიკალური გუნდი ყველა კანონის დაცვით ვმუშაობთ, რომ ამ იზოლაციის დღეებში ადამიანებმა არ იგრძნონ თავი მარტო.

 

 

ამას ვაკეთებთ მხოლოდ თქვენთვის. ჩვენი მიზანია, რომ დრო, რომელიც ასეთი ძვირფასია ყველასთვის, გაატაროთ ხარისხიანი მუსიკის თანხლებით“, – დათო ევგენიძე.

 

 

„მუსიკის 12 მოციქული“ -ს ახალი ლაივ კონცერტები არის მორიგი მუსიკალური პროექტი, რომელიც GERA-ს მხარდაჭერით იმართება.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ ძალიან ხარისხიან და საინტერესო გადაცემას უკვე ჰყავს თავისი მაყურებელი და ეს განსხვავებული ფორმატი მათთვის საჩქარია თვით იზოლაციის დღეების გასახალისებლად.

 

 

წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე, როცა ჩვენი ქალაქი გამოცოცხლებას იწყებს და ღია ცის ქვეშ არაერთი მუსიკალური ღონისძიება იმართება, მოსახლეობისთვის ცოტა უჩვეულოა სახლში ყოფნა.

 

 

თუმცა ახლა აუცილებელია თვითიზოლაციის წესების დაცვა, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

 

 

სწორედ ამ დროს გვჭირდება ყველას ისეთი თავშესაქცევი, როგორიაა ,,მუსიკის 12 მოციქული”-ს ლაივ კონცერტები.

 

 

GERA ყოველთვის იქნება იქ, სადაც ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკაა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ფორსმაჟორული რეჟიმისა, ერთი წუთით არ ვწყვეტთ ჩვენს წევრებზე ზრუნვას. ვაგრძელებთ მუშაობას იმ ორგანიზაციებთან ვინც არ გაჩერდა ან დისტანციურად ფუნქციონირებს.

 

 

როგორც კი ქვეყანა დაუბრუნდება რჩვეულ რიტმს, GERA განაგრძობს ოპერირებას იმ მექანიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც აირჩია საქართველოში საავტორო უფლებების სათანადო დონეზე დაცვისთვის.

 

 

მანამდე კი, ვუერთდებით ჩვენს თანამოქალაქეებს და ვაგრძელებთ სოციალურ დისტანცირებას მანამ, სანამ ამას საჭიროდ ჩათვლის ჩვენი ქვეყნის მთავრობა“, – ალექსანდრე გვარიშვილი, GERA-ს გამგეობის თავმჯდომარე.

 

 

 

 

big_banner
არქივი