logo_geo
კონტრაბასისტმა კაილ ისტვუდმა ქართველი მსმენელისთვის დაუკრა
- +

12 დეკემბერი. 2021. 11:54

 

 

თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მაყურებლის წინაშე კონტრაბასისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი კაილ ისტვუდი წარდგა. მსმენელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა კომპოზიციები ისტვუდის მსოფლიო აღიარების საპრემიერო ალბომიდან „სინემატიკი“. მამის მიერ გადაღებული ფილმებისთვის შექმნილი ორიგინალურ „საუნდტრეკებთან“ ერთად კონცერტზე ცნობილი კომპოზიტორების კინომუსიკაც გაჟღერდა.

 

ფესტივალმა „თბილისი რიტმი“ წელს პანდემიის გამო, სამი პროგრამის ნაცვლად, მხოლოდ ერთს საერთაშორისო პროექტის საპრემიერო საღამოს უმასპინძლა. კონცერტი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სიურპრიზის სახით, ფესტივალმა კაილ ისტვუდს ანსამბლ რუსთავის შესრულებით ქართული ფოლკლორი გააცნო.

 

 

big_banner
არქივი