logo_geo
სიმღერების ავტორი და 3 „ოსკარის“ მფლობელი მერილინ ბერგმანი გარდაიცვალა
- +

9 იანვარი. 2022. 19:50

 

„სიმღერების ტექსტების ცნობილი ავტორი, ამერიკელი მერილინ ბერგმანი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბერგმანი საკუთარი სახლში, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. ის 93 წლის იყო. მისი გარდაცვალების გამო მწუხარება კინოსა და მუსიკის ცნობილმა ვარსკვლავებმა, მათ შორის ტონი ბენეტმა და ბარბრა სტრეიზანდმა გამოთქვეს.

 

ბერგმანი 1929 წლის 10 ნოემბერს, ნიუ-იორკში დაიბადა. განათლება მუსიკისა და ხელოვნების სკოლაში მიიღო, უნივერსიტეტში კი ინგლისურ ენასა და ფსიქოლოგიას სწავლობდა. 1958 წელს ალან ბერგმანთან შექმნა ოჯახი. მეუღლეები ერთად წერდნენ სიმღერებს კინოფილმებისთვის. დროთა განმავლობაში ისინი აშშ-ში სიმღერების ყველაზე ცნობილ ავტორებს შორის მოხვდნენ. მათი კომპოზიციები 16-ჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, სამჯერ კი ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღეს ნამუშევრებისთვის: The Windmills of Your Mind (ფილმი „თომას კრაუნის საქმე“, 1968 წელი), The Way We Were (ფილმი „როგორები ვიყავით“, 1973 წელი) და 1983 წლის ფილმისთვის „იენტლი“.

 

 

big_banner
არქივი