logo_geo
დიზაინერი ტიერი მუგლერი გარდაიცვალა
- +

24 იანვარი. 2022. 13:43

 

ფრანგი დიზაინერი ტიერი მუგლერი (Thierry Mugler) 73 წლისა გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მუგლერის მიერ შექმნილ სამოსს მსოფლიოში ცნობილი მრავალი ვარსკვლავი ატარებდა, მათ შორის - დევიდ ბოუი, ჯორჯ მაიკლი, შერონ სტოუნი და ლედი გაგა. მისი  დიზაინით შექმნილი სამოსით მაყურებლის წინაშე არაერთხელ წარმდგარა ბიონსე, მიუგლერის შექმნილი ცნობილი კაბა ეცვა კიმ კარდაშიანს 2019 წლის Met Gala-ზე.

 

მისი ბრენდი ცნობილი გახდა სუნამოებით „Angel“ და „Alien“.

 

მუგლერი 1948 წელს, სტრასბურგში დაიბადა. 14 წლისა „Ballet du Rhin“-ში ცეკვავდა. 1970-იან წლებში პარიზში თავისი პირველი ბუტიკი გახსნა.

 

 

big_banner
არქივი