logo_geo
დევიდ ლინჩი სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში ითამაშებს
- +

5 თებერვალი. 2022. 14:04

 

ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი თავისი კოლეგის, სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში ითამაშებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

 

ფილმი „ფაბელმანები“ (The Fabelmans) ლინჩისა და სპილბერგის პირველი ერთობლივი ნამუშევარი იქნება.

 

რომელ პერსონაჟს განასახიერებს ლინჩი, ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება სტივენ სპილბერგის მიერ დაწერილ სცენარს, ცნობილია, რომ ის ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია.

 

ლინჩის გარდა, ფილმში ასევე ითამაშებენ მიშელ უილიამსი და სეტ როგენი. „ფაბელმანების“ პრემიერა 2022 წლის ნოემბერში იგეგმება.

 

 

big_banner
არქივი