logo_geo
„დისკოს მოცეკვავის“ სიმღერების ავტორი გარდაიცვალა
- +

16 თებერვალი. 2022. 13:02

 

 

ბაპი ლაჰირი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში წერდა და ასრულებდა სიმღერებს ინდური ფილმებისთვის, 69 წლისა გარდაიცვალა, - ამის შესახებ CNN წერს.

 

„ის იტანჯებოდა ძილის ობსტრუქციული აპნოეთი (OSA) და გულმკერდის არეში ინფექციით“, - აცხადებს მისი ექიმი.

 

ლაჰირი 29 დღის განმავლობაში იყო საავადმყოფოში, საიდანაც 15 თებერვალს გაწერეს. მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა, სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკულ მდგომარეობაში დააბრუნეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

 

ლაჰირს „ინდური დისკოს მეფედ“ მოიხსენიებდნენ. სწორედ მისი დაწერილია სიმღერები ფილმისთვის „დისკოს მოცეკვავე“.

 

 

big_banner
არქივი