logo_geo
HBO-მ „დრაკონის სახლის“ გადაღება დაასრულა
- +

20 თებერვალი. 2022. 20:13

 

 

„სამეფო კარის თამაშების“ ავტორმა, ჯორჯ მარტინმა განაცხადა, რომ მის ნაწარმოებზე დაფუძნებული სერიალის „დრაკონის სახლი“ პირველი სეზონის გადაღებები დასრულებულია. ამის შესახებ მწერალმა თავის ბლოგში დაწერა.

 

მარტინის თქმით, HBO-მ სეზონის ათივე ეპიზოდი უკვე გადაიღო.

 

„რამდენიმე სერია უკვე ვნახე და აღფრთოვანებული ვარ. რა თქმა უნდა, წინ ბევრი სამუშაოა. სცენარი, რეჟისურა, მსახიობების თამაში - ყველაფერი არაჩვეულებრივია. იმედია, თქვენც ისევე მოგეწონებათ, როგორც მე“, - წერს მარტინი.

 

სერიალი გამოგონილ სამყაროში - ვესტეროსში ტარგარიენების სამეფო დინასტიის წევრებს შორის სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ სახელით არის ცნობილი. მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტამდე 200 წლით ადრე ვითარდება.

 

მთავარ როლებს სერიალში ასრულებენ: პედი კონსიდაინი, მეტ სმიტი, ემა დარსი და ა.შ. სიუჟტი ჯორჯ მარტინის რომანზე „ცეცხლი და სისხლი“ არის დაფუძნებული. „დრაკონის სახლის“ პრემიერა 2022 წელს შედგება. პირველ სეზონში 10 ეპიზოდი იქნება.

 

 

big_banner
არქივი