logo_geo
„ბატელი“ - პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე
- +

29 მარტი. 2022. 17:38

 

 

12-13 აპრილს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება ანუკი ხიდეშელის სპექტაკლი „ბატელი“.

 

როგორც მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპექტაკლის დრამატურგია - ანა სანაია;  დამდგმელი რეჟისორი - ანუკი ხიდეშელი;  კოსტიუმების მხატვარი - სოფო იოსებიძე.

 

ვიდეო ინსტალაცია - დათა დვალიშვილის;  ქორეოგრაფი - ანა სანაია, დეკორაცია ანუკი ხიდეშელის; ვოკალი - ნიკა ქუმსიაშვილი;  ტექნიკური დირექტორი - გიგი თუშაბრამიშვილი;  რეჟისორის ასისტენტი - ლია მამიაშვილი.

 

სპექტაკლში როლებს ასრულებენ:  ანუკა გრიგოლია, თაკო ბერიაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ნოდარ ძოწენიძე, გიორგი ტაბიძე, ნათია ჩიკვილაძე, მარიამ ტომარაძე.

 

„სპექტაკლი მოგვითხრობს ამბავს მშვენიერ ებრაელ გოგონაზე, რომელიც საქართველოში გაიზარდა. ბატელი ჰყვება ამბავს, თუ როგორ მოხვდნენ მისი წინაპრები ჩვენს მიწაზე და რამდენი ბედნიერი, სევდიანი თუ სიყვარულით სავსე წლები გაატარეს საქართველოში. როგორ ოცნებობდნენ იერუსალიმში დაბრუნებაზე. როგორი ღრმა იყო მათი კავშირი ფესვებთან. ჰყვება ამ ამბავს იმისათვის, რომ აღნიშნოს, თუ რამხელა იყო წინაპრების წვლილი მისი პირადი ისტორიის შექმნაში, რწმენის გაღრმავებაში და საკუთარი თავის პოვნაში. ეს არის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც თავისი არსებობით წარუშლელ კვალს და ემოციებს ტოვებენ ჩვენში. ამბავი იმაზე, რამხელა როლი აკისრია თითოეულ ჩვენგანს საკუთარი და სხვის ისტორიის შექმნაში“, - აღნიშნულია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი