logo_geo
ბრიტანელი მომღერალი ტომ პარკერი 33 წლისა გარდაიცვალა
- +

30 მარტი. 2022. 23:14

 

 

ბრიტანელი მომღერალი, ჯგუფ The Wanted-ის წევრი ტომ პარკერი 33 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსს ტვინის სიმსივნე ჰქონდა, რის შესახებაც მან 2020 წელს თაყვანისმცემლებს თავად შეატყობინა. პარკერის გარდაცვალების შესახებ მისმა ცოლმა, კელსი ჰარდიკმა Instagram-ზე დაწერა.

„ტომი ჩვენი სამყაროს ცენტრი იყო. ვერ წარმოგვიდგენია სიცოცხლე მისი გადამდები ღიმილისა და ენერგიის გარეშე“, - დაწერა მან.

კელსი და ტომი 2018 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 2 შვილი ჰყავს: 2019 წელს დაბადებული აურელია როუზი და შარშან დაბადებული ბოდჰი.

The Wanted-ი 2009 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ორი სინგლი Glad You Came და All Time Low​ ბრიტანული ჩარტის პირველ პოზიციაზე მოხვდა.

 

 

big_banner
არქივი