logo_geo
ელისო ბოლქვაძე: კულტურის კომიტეტი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას რეგიონებთან
- +

11 აპრილი. 2022. 19:15

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ, მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებთან და საკრებულოების კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

 

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე კულტურის მიმართულებით. ასევე, ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ხელოვანთა ჩართულობის შესაძლებლობებზე. ფესტივალი მიმდინარე წლის  23-31 ივლისს გაიმართება. კულტურის კომიტეტი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას რეგიონებთან“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

big_banner
არქივი