logo_geo
იტალიური კინოს ვარსკვლავი და ანტონიონის მუზა - მონიკა ვიტის სტილი, რომელიც შთაგაგონებთ
- +

13 აპრილი. 2022. 22:38

 

 

მონიკა ვიტი იტალიური კინოს ნამდვილი ვარსკვლავი და მიქელანჯელო ანტონიონის მუზა იყო. იგი პოპულარული 60-იან წლებში ისეთ ფილმებში შესრულებული როლების წყალობით გახდა, როგორიცაა "თავგადასავალი", "ღამე" და "დაბნელება", რომელმაც აღიარება მოუტანა მთელ მსოფლიოში. მისი სილამაზე ანტონიონსაც აღაფრთოვანებდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, იტალიური კინოს ხატი საზოგადოებაში 2001 წლიდან აღარ გამოჩენილა. ცოტახნის წინ კი გარდაიცვალა.

 

 

ვიტი გამოირჩეოდა არა მხოლოდ ბრწყინვალე მსახიობობით, რომელიც ფსიქოლოგიური ნიუანსებით იყო სავსე, არამედ დასამახსოვრებელი სტილითაც. ის იყო ომის შემდგომი იტალიური Dolce Vita-ს განსახიერება, უდარდელიც და მოხდენილიც. მას ისევე დახვეწილად ეცვა უბრალო, მსუბუქი საზაფხულო კაბები, როგორც გრანდიოზული, სადღესასწაულო სამოსი. სტილის ხატად აღიარებული მონიკა ვიტის საარქივო ფოტოები კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ვნახოთ სილამაზის ევოლუცია, რომელიც უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებდა.

 

 

 


 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი