logo_geo
უკრაინულმა ჯგუფმა Антитiла და ედ შირანმა ომის პირველი დღის შესახებ ვიდეორგოლი გამოუშვეს
- +

4 მაისი. 2022. 00:20

 

 

ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა და უკრაინულმა ჯგუფმა Антитiла სიმღერაზე 2step რემიქსი გამოუშვეს. კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლი უკრაინული კოლექტივის Youtube-არხზე გამოქვეყნდა.

Антитiла-ს წევრები უკრაინის ტერიტორიულ თავდაცვაში მსახურობენ, ამიტომ უკრაინული ტექსტის დაწერა და ვოკალის ჩაწერა გაუჭირდათ, თუმცა სირთულეები გადალახეს. ვიდეორგოლის

„ჩემს ტექსტში გადავწყვიტე მეჩვენებინა როგორ დაიწყო ომი ჩემი ოჯახისთვის. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მილიონობით უკრაინელების ისტორიაა, ვისი ოჯახებს საშინელმა დაბომბვებმა და ომმა დააშორა - ზოგ შემთხვევაში სამუდამოდ“, - ამბობს Антитiла-ს ვოკალისტი ტარას ტოპოლია. მუსიკოსის ცოლი და 3 შვილი უკრაინიდან ომის დაწყების პირველ დღეს წავიდნენ და ახლა აშშ-ში იმყოფებიან.

სიმღერაზე გადაღებული ვიდეორგოლი უკრაინაში ომისადმი არის მიძღვნილი. ვიდეოს გადაღებები კიევში, ირპენში და ხარკოვის ოლქში მიმდინარეობდა, სადაც უკრაინელი მუსიკოსები მსახურობენ.

„დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. აღფრთოვანებული ვარ“, - ასე შეაფასა შირანმა თანამშომლობა

 

 

big_banner
არქივი