logo_geo
მიკელანჯელოს ნახატი აუქციონზე 23 მილიონ ევროდ გაიყიდა
- +

19 მაისი. 2022. 01:49

 

 

მიკელანჯელო ბუონაროტის ნახატი Christie's-ის აუქციონზე 23 მილიონ ევროდ გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს.

 

აქამდე ითვლებოდა, რომ ნახატი მიკელანჯელოს ერთ-ერთი მოწაფის მიერ იყო შესრულებული, თუმცა 2019 წელს Christie's-ის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კალმითა და ყავისფერი მელნით შესრულებული ნახატის ავტორი თავად მიკელანჯელოა.

 

აუქციონზე გაყიდვამდე ნახატი ჰონგ-კონგისა და ნიუ-იორკის გალერეებში იყო გამოფენილი.

 

 

big_banner
არქივი