logo_geo
მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა
- +

26 მაისი. 2022. 20:37

 

 

ამერიკელი მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

 

ლიოტა დომინიკანის რესპუბლიკაში გარდაიცვალა, სადაც ფილმ „საშიში წყლების“ გადაღებებში მონაწილეობდა. გამოცემის ცნობით, მსახიობი ძილში გარდაიცვალა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

რეი ლიოტას პოპულარობა მარტინ სკორსეზეს კრიმინალურ დრამაში „დიდებული ბიჭები“ შესრულებულმა როლმა მოუტანა.

 

 

big_banner
არქივი