logo_geo
Art-გენის თბილისის ტური „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება
- +

13 ივლისი. 2022. 10:31

თბილისში რიგით მე-19 Art-გენის ფესტივალი იწყება. თბილისის ტური 15 ივლისს, „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.

კონცერტები ეთნოგრაფიული მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში გაიმართება. 24 ივლისს, თბილისის ტურს, „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

ფესტივალზე მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები და ქართული სამზარეულოს კუთხეები.

big_banner
არქივი