logo_geo
კანში ირმა ნიორაძის ორგანიზებით გალაკონცერტი გაიმართა
- +

19 ივლისი. 2022. 10:30

 

 

საფრანგეთის ქალაქ კანში დიდი ბალეტის ვარსკვლავების გალაკონცერტი გაიმართა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი პრიმაბალერინა, მარიინსკის თეატრის ვარსკვლავი, ირმა ნიორაძე იყო.

 

გალაკონცერტზე კლასიკური და თანამედროვე ბალეტის რეპერტუარი წარმოადგინეს ვენის, ესპანეთის, სლოვენიის, ინგლისის, ამსტერდამის, უკრაინის ეროვნული ბალეტის ვარსკვლავებმა.

 

ფრანგული პალედეფესტივალის ფარგლებში გალაკონცერტი „საუკეთესო ბალეტის ერთი საღამო“ Askaneli Art-ის და პრიმაბალერინას, ირმა ნიორაძის ორგანიზებით გაიმართა და მშვიდობის თემას მიეძღვნა.

 

big_banner
არქივი