logo_geo
ენდრიუ ლინკოლნი და დანაი გურირა „მოსიარულე მკვდრების“ სამყაროში ბრუნდებიან
- +

25 ივლისი. 2022. 00:59

 

 

AMC-მ სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ მთავარი გმირის, რიკ გრაიმსის შესახებ დაგეგმილ ფილმებზე უარი თქვა და მათ ნაცვლად მინი-სერიალს გადაიღებს. ამის შესხებ Variety წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გრაიმსის როლს ენდრიუ ლინკოლნი დაუბრუნდება, დანაი გურირა კი კვლავ მისი პარტნიორის, მიშონის როლს შეასრულებს. მსახიობებმა ამის შესახებ თაყვანისმცემლებს ფესტივალზე Comic Con შეატყობინეს. 6-სერიანი შოუს ავტორი სკოტ გიმპლი იქნება, ლინკოლნი და გურირა კი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან.

 

სერიალი AMC-სა და AMC+-ზე 2023 წელს გამოვა. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

big_banner
არქივი