logo_geo
მსახიობი ნიშელ ნიკოლსი გარდაიცვალა
- +

1 აგვისტო. 2022. 01:18

 

 

ამერკელი მსახიობი ნიშელ ნიკოლსი 89 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, მსახიობი ბუნებრივი მიზეზების გამო გარდაიცვალა.

 

ნიკოლსმა თავისი ყველაზე ცნობილი როლი 1966 წელს საკულტო ტელესერიალში „ვარსკვლავური გზა“ შეასრულა, სადაც ლეიტენანტი ნიოტა უჰურა განასახიერა. ის პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის როლი შეასრულა. ამასთან, სერიალის სცენა, რომელშიც ნიკოლსის პერსონაჟმა კაპიტან კირკს აკოცა (რომლის როლსაც თეთრკანიანი კანადელი მსახიობი უილიამ შეთნერი ასრულებდა), ცნობილია როგორც სხვადასხვა რასის წარმომადგენლების ერთ-ერთი პირველი კოცნა ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში. როგორც ნიკოლსმა მოგვიანებით აღნიშნა, ამ სცენამ „სამუდამოდ შეცვალა ტელევიზია და ის, თუ როგორ უყურებენ ადამიანები ერთმანეთს“.

 

„ვარსკვლავური გზის“ 3 სეზონის შემდეგ ნიკოლსი NASA-ს კოსმოსურ პროგრამაში ჩაერთო და სააგენტოს ეხმარებოდა უფრო ინკლუზიური გამხდარიყო.

 

 

big_banner
არქივი