logo_geo
მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ
- +

15 ოქტომბერი. 2022. 01:40

 

 

კომპანია Miramax Television მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.

 

პირველი ორი ეპიზოდის აღმასრულებელი პროდიუსერი ასევე მარტინ სკორსეზე იქნება. აღსანიშნავია, რომ სერიალი მოგვითხრობს ახალი გმირების შესახებ, რომლებიც არ იყვნენ ლეონარდო დიკაპრიოს, დენიელ დეი-ლიუისის და კამერონ დიასის მონაწილეობით გადაღებულ ორიგინალურ ფილმში.

 

სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

big_banner
არქივი