logo_geo
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას დღიდან უმასპინძლებს
- +

17 ნოემბერი. 2022. 10:57

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას დღიდან უმასპინძლებს. 5 დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში წარმოდგენილი იქნება ცნობილი რეჟისორის მიერ 1950-იან 2010-იან წლებში გადაღებული ფილმები, რომლებიც მაღალი ხარისხით გაციფრულებული და აღდგენილია.

 

რეტროსპექტივა დოკუმენტური ფილმით „გელათი“ გაიხსნა. მაყურებელი ასევე იხილავს მხატვრულ ფილმებს: „ერთი ცის ქვეშ“ , „მე ვხედავ მზეს“ , „ფერისცვალება“ , „როცა აყვავდა ნუში“ , „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ , „დღეს ღამე უთენებია“ , „ორომტრიალი“ და „ოქროს ძაფი“. აღსანიშნავია, რომ კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

big_banner
არქივი