logo_geo
თეა წულუკიანი ქუთაისის თეატრში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლო კონცერტსა და ვარსკვლავის გახსნას დაესწრო
- +

7 ივლისი. 2023. 17:28

 

 

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლო კონცერტი გაიმართა და ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის წინ ანსამბლის სახელობის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

 

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე, თეატრალური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა მაყურებელს ქართული ფოლკლორული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები წარუდგინა.

 

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მე-13 წელია ამ სტატუსით საქმიანობს. მანამდე ეს ახალგაზრდული ანსამბლი იყო. მომღერლებსა და მოცეკვავეებთან ერთად შემოქმედებით წარმატებას ქმნიან სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი ზეინაბ ბურჯანაძე, მთავარი ქორეოგრაფი შოთა ჯიშკარიანი, ქორეოგრაფი ია ესვანჯია, ლოტბარი ქეთი ბანცაძე. ანსამბლი გამოირჩევა ავთენტური მუსიკითა და ურთულესი რეპერტუარით.

 

ის ქუთაისის სავიზიტო ბარათია და თავისი მრავალფეროვანი საგასტროლო პროგრამით დიდი წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

big_banner
არქივი