logo_geo
ჯენიფერ გარნერი მესამე „დედპულში“ ითამაშებს
- +

9 ივლისი. 2023. 22:37

 

 

მსახიობი ჯენიფერ გარნერი ელექტრა როლს დაუბრუნდება. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გარნერი ამ გმირს მესამე „დედპულში“ ითამაშებს. მან ეს პერსონაჟი უკვე ორჯერ განასახიერა -„თავქარიანში“ 2003 წელს და „ელექტრაში“, რომელიც ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა. რაინ რეინოლდსის ფილმში ასევე გამოჩნდება ჰიუ ჯეკმანი, რომელიც სამურავის როლს შეასრულებს.

 

„დედპული“ მესამე ნაწილი ეკრანებზე 2024 წლის 3 მაისს გამოვა.

 

 

big_banner
არქივი