logo_geo
მსახიობი ანგუს კლაუდი 25 წლისა გარდაიცვალა
- +

1 აგვისტო. 2023. 10:22

 

 

მსახიობი ანგუს კლაუდი, რომელიც HBO-ს პოპულარულ სერიალში „ეიფორია“ თამაშობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის მსახიობი კალიფორნიაში, თავისი ოჯახის სახლში გარდაიცვალა. ოჯახის განცხადების მიხედვით, გასულ კვირას კლაუდს მამა გარდაეცვალა, რის გამოც მას „მენტალურ ჯანმრთელობასთან ბრძოლა“ ჰქონდა.

 

შვებას მხოლოდ ის გვაძლევს, რომ ვიცით, ანგუსი ახლა ისევ თავის მამასთან არის, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო“, - აღნიშნულია ოჯახის განცხადებაში.

 

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

 

 

big_banner
არქივი