logo_geo
მსახიობი რონ სეპას ჯონსი გარდაიცვალა
- +

20 აგვისტო. 2023. 20:04

 

 

ამერიკელი მსახიობი რონ სეპას ჯონსი გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჯონსის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ხანგრძლივი დაავადება გახდა. ის 66 წლის იყო.

 

რონ სეპას ჯონსი 1957 წელს, ნიუ-ჯერსიში დაიბადა. კარიერა თეატრში დაიწყო, თუმცა შემდეგ არაერთ ფილმში ითამაშა. დიდი პოპულარობა მას სერიალში „ეს ჩვენ ვართ“ შესრულებულმა როლმა მოუტანა, რომლისთვისაც ორჯერ მიიღო „ემი“.

 

 

big_banner
არქივი