logo_geo
ქალაქ კასპში ვარძიის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

17 აპრილი. 2024. 11:02

 

 

ქალაქ კასპში ვარძიის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. 700 გრძივი მეტრი ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.

 

ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მისი კეთილმოწყობის შემდეგ  ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

 

გზის მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქცია “ ახორციელებს.

 

big_banner
არქივი