logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი თემაზე „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“
- +

18 აპრილი. 2024. 20:12

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ -პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი თემაზე „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.

 

ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მოეწყო. შეხვედრაზე აღმზრდელ პედაგოგებმა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია – გარემოსდაცვითი განათლება ადრეულ ასაკში, სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება, აღმზრდელის როლი გარემოსდაცვითი განათლების უზრუნველყოფის პროცესში, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, ადმინისტრაციისა და მშობლების ჩართულობა და სხვა.

 

შეხვედრის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს თემატური ლიტერატურა და სერთიფიკატები გადაეცათ.

 

 

big_banner
არქივი