ისტორიაში პირველად, ქართველ მსაჯთა ბრიგადა სლოვენიასა და უნგრეთში დაგეგმილ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი ყრუაშვილი მარტში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მოემსახურება. გიორგი ყრუაშვილს ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ.