საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები მონტენეგროში გაემგზარვა, სადაც საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ასაკობრივი გუნდი შეჯიბრზე შალვა დუნდუასა და გოჩა რუსიას ხელმძღვანელობით იასპარეზებს.
ტურნირზე საქართველოს სახელით სულ 5 მოკრივე გამოვა.
გიორგი საჯაია – 56 კილოგრამი
არამ ხრიკიანი – 56 კილოგრამი
ლუკა ნიქაბაძე – 60 კილოგრამი
გიორგი ჟორჟოლიანი – 69 კილოგრამი
გიორგი გუცაევი – 81 კილოგრამი