წყალბურში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. 2020-21 წლების სეზონის გამარჯვებული „დინამო თბილისი“ გახდა.
ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მონაწილეობას 6 კლუბი, მათ შორის „დინამო", „ლაგუნა ვერე", „თბილისი", „სპორტ მენეჯმენტი", „არენა" და „ლოკომოტივი" იღებდნენ.
შეხვედრების ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
დინამო - ლაგუნა ვერე 29:5
დინამო - თბილისი 18:13
დინამო - სპორტ მენეჯმენტი 18:9
არენა - თბილისი 8:10
ლოკომოტივი - ლაგუნა ვერე 6:14