მხატრული ფილმი „გიორგი სააკაძე" სტალინის ბრძანებით გადაიღეს, რომელიც ეროვნული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრად ითვლება. გადაღების დამთავრებისთანავე (1943) ფილმის ასლები ჯუღაშვილმა თეირანის კონფერენციაზე პირადად დაურიგა შეხვედრის მონაწილეებს.
ფილმზე 7 მილიონი რუბლი დაიხარჯა, 2 წელიწადში 40 მილიონმა ადამიანმა ნახა, მათ შორის: ჰიტლერმა, რუზველტმა, დე გოლმა, ჩერჩილმა და ირანის შაჰმა რეზა ფეჰლევიმ.