ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის ნაწილში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გერმანიასა და ავსტრიაშია. Associated Press-ის ინფორმაციით, უამინდობას ევროპაში ბოლო ინფორმაციით 21 ადამიანი ემსხვერპლა.
დაბალი ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება ალპებში, სადაც უახლოეს დღეებში უფრო მეტ ნალექს ელოდებიან თოვლის სახით.
ცოტა ხნის გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ავსტრიის ალპებში ჩამოწოლილ ზვავს 3 გერმანელი მოთხილამურე ემსხვერპლა.