კენიის დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში წარმოქმნილი ჭყლეტის დროს სულ ცოტა 13 მოსწავლე დაიღუპა და 39 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კაკამეგას დაწყებით სკოლაში მაშინ მოხდა, როცა ბავშვები გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სამსართულიანი შენობის კიბეზე ჩადიოდნენ.
ინფორმაცია კენიაში „წითელი ჯვრის“ პრეს-სპიკერმა პიტერ ებვაომაც დაადასტურა.