ფლორენციული რენესანსის მხატვრის სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი აუქციონზე იყიდება.
ვაჭრობა ნიუ-იორკში მომავალ კვირას არის დაგეგმილი.
იტალიელი მხატვრის ნამუშევარი, სახელწოდებით „ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მედალიონი უჭირავს", ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პორტრეტებს შორის, რომელიც დღემდე შემორჩა.
ვარაუდობენ, რომ მე-15 საუკუნის ნახატი, შესაძლოა, 100 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდოს.
რენესანსის ეპოქის ნამუშევარი მისმა ახლანდელმა ანონიმურმა მფლობელმა 1982 წელს ბრიტანეთში გამართულ აუქციონზე შეიძინა.