logo_geo
„რეალმა“ „ბარსელონა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა
- +

15 იანვარი. 2024. 01:25

 

 

ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს ტრადიციული და პრინციპული მეოტოქეები დაუპირისპირდნენ.

 

„რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩს ერ-რიადმა (საუდის არაბეთი) უმასპინძლა.

 

საუდის არაბეთში გამართული ესპანური „ელ კლასიკო“ მადრიდელების უპირატესობით წარიმართა და „სამეფო კლუბმა“ კატალონიელები დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.

 

საინტერესოა, რომ პირველ ტაიმში ვინისიუსმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის ბედი შეხვედრის დასაწყისშივე გადაწყვიტა. პირველ ნახევარში ერთი გოლის გატანა რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა.

 

მეორე ტაიმში მადრიდელებმა როდრიგოს გოლით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ანგარიში შემდეგ  აღარ შეცვლილა და კარლო ანჩელოტის შეგირდებმა 2024 წელს პირველი ტიტული დამაჯერებელი გამარჯვებით იზეიმეს.

 

 

big_banner
არქივი