logo_geo
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დანიაში ჩავიდა
- +

20 თებერვალი. 2024. 22:15

საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან სათამაშოდ ქალაქ ნესტვედში ჩავიდა.

 

 

თბილისიდან ჩასულ მოთამაშეებს (გიორგი ცინცაძე, გიორგი ოჩხიკიძე, რევაზ როგავა, ოთარ ფხაკაძე, კახა ჯინჭარაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით კაკუშაძე, თორნიკე შენგელია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბექაური,გიორგი ტურძილაძე, ჯო ტომასონი) ნესტვედში ბექა ბურჯანაძე დახვდა, ხოლო დღეს საღამოს გუნდს შეუერთდებიან ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი და „მონაკოს“ ასისტენტი მწვრთნელი, მანუჩარ მარკოიშვილი. გუნდს ტრავმების გამო დააკდლებიან დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი.

 

 

მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება. ეს პირველი თამაში იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელისთვის ალეკსანდარ ჯიკიჩისთვის და ლეგიონერ ჯო ტამასონისთვის.

big_banner
არქივი