logo_geo
ვილი სანიოლი: ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო
- +

23 ნოემბერი. 2023. 17:35

 

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გამოეხმაურა დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის კენჭისყრას, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალს საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

 

„ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

 

10-15 წლის წინ, ლუქსემბურგი საფეხბურთო თვალსაზრისით დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა, ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიის და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს“, - განაცხადა სანიოლმა.

 

 

big_banner
არქივი