logo_geo
იტალიელი ჟურნალისტი - „ატალანტასთან“ მატჩის დროს კვარაცხელია ფეხებში უხეშ დარტყმებს უძლებდა
- +

26 ნოემბერი. 2023. 01:55

 

 

მსაჯები ფიქრობენ, რომ ხალხი სტადიონზე არა ხვიჩა კვარაცხელიას, არამედ ჰანს ჰატებურის სანახავად დადის – ასე გამოეხმაურა იტალიელი ჟურნალისტი, პაოლო ზილიანი „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის წინააღმდეგ „ატალანტასა“ და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრების მარჯვენა მცველის გადამეტებულ უხეშობას, რომელიც დაუსჯელი დარჩა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავდამსხმელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ „ატალანტას“ დამარცხებაში (2:1) დაეხმარა.

 

საქართველოს ნაკრების ლიდერს მატჩის მიწურულს „ატალანტას“ მცველი ეუხეშა, ფეხი კოჭში ჩაარტყა, მაგრამ მატჩის არბიტრმა, მარიანიმ და რაც ყველაზე უცნაურია, ვიდეორეფერიმაც ეს მომენტი გაატარეს. არადა, რეალური საფრთხე იყო, კვარაცხელიას სერიოზული ტრავმა მიეღო.

 

„ჰატებური მოედანზე 33-ე წუთზე შევიდა. აქედან მოყოლებული, კვარაცხელია ფეხებში უხეშ დარტყმებს უძლებდა, მსაჯს კი „ატალანტას“ ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება არც უფიქრია. ალბათ მსაჯები ფიქრობენ, რომ ხალხი სტადიონზე არა კვარას, არამედ ჰატებურის სანახავად დადის“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.

 

 

big_banner
არქივი