logo_geo
ვატო არველაძე კარიერას ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს
- +

28 დეკემბერი. 2023. 10:54

 

 

ვატო არველაძე კარიერას ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კლუბის დირექტორმა, ზაზა ინაშვილმა განაცხადა.

 

1998 წლის 4 მარტს გერმანიაში, ჰამბურგში დაბადებული 25 წლის თავდამსხმელი თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელისა და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივნის, რევაზ არველაძის შვილია. თბილისის „ლოკომოტივში“ შესანიშნავი თამაშის შემდეგ ვატო არველაძემ 2018 წლის მაისში პოლონურ კიელჩეს „კორონასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

ვატოს ნიჭის გამოვლენაში ხელი ტრავმებმა შეუშალა და ფორმის აღსადგენად დროებით „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. მერე იყო თურქული „ქარაგუმრუქი“ და ბაქოს „ნეფტჩი“. აზერბაიჯანული კლუბიდან აგვისტოში „დინამო თბილისში“ გადავიდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ თბილისურ კლუბში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და გუნდი დატოვა.

 

არველაძემ 19-წლამდელთა ევრო 2017-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. 2019 წლის მარტში ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს და სადებიუტო თამაში 26 მარტს ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში, სტუმრად ირლანდიასთან ჩაატარა.

 

big_banner
არქივი