logo_geo
პსჟ-ის ექვსი ფეხბურთელი მოხვდა ლიგა 1-ის პირველი წრის სიმბოლურში
- +

2 იანვარი. 2024. 15:22

 

 

საფრანგეთის ლიგა-1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა 2023-24 წლების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური ნაკრები, რომელიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად შეადგინეს.

 

ნაკრებში მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ ექვსი ფეხბურთელი. დანარჩენი მოთამაშეები წარმოადგენენ „ნიცას“, „მონაკოს“, „მარსელსა“ და „ლილს“.

 

მეკარე – მარცინ ბულკა (ნიცა);

 

მცველები – აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ლენი იორო (ლილი), ჟან-კლერ ტოდიბო (ნიცა), ლუკას ერნანდესი (პსჟ);

 

ნახევარმცველები – უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), იუსუფ ფოფანა (მონაკო), ვიტინია (პსჟ);

 

ფორვარდები – უსმან დემბელე (პსჟ), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (მარსელი), კილიან მბაპე (პსჟ).

 

საფრანგეთის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიდერობს. უახლოესი მდევარია „ნიცა“, რომელიც პარიზელებს ხუთი ქულით ჩამორჩება.

 

 

 

 

big_banner
არქივი