logo_geo
ახლი მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი: ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, სარაგბო ნაკრებს გავუძღვე
- +

21 იანვარი. 2024. 23:21

 

 

ახალი წელი ქართული რაგბისთვის დიდი ცვლილებებით და ახალი შესაძლებლობებით იწყება. მთავარი სიახლე მწვრთნელია, რომელიც ინგლისიდან საქართველოში ქართველი „ბორჯღალოსნების“ დასახმარებლად ჩამოვიდა.

 

53 წლის რიჩარდ კოკერილი ოფიციალურად გასულ კვირას წარადგინეს და დებიუტი მწვრთნელის რანგში თებერვალში გერმანიასთან შერკინებისას შედგება.

 

„ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, სარაგბო ნაკრებს გავუძღვე. დიდი გამოცდილება მაქვს მწვრთნელობის, თუმცა ნაკრებში მუდმივი პერიოდით არ მიმუშავია. ასე, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივია. საქართველო არავის სტილის კოპირებას არ აპირებს. ჩვენ ქართულ რაგბის ვითამაშებთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, წარმატებით გამოსვლა და გამარჯვებები, რაც იქნება ზეწოლა მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებზე, რომლებიც იძულებული გახდებიან, მაღალი დონის შეჯიბრებებში მუდმივად მიგვაღებინონ მონაწილეობა“, - განაცხადა საქართველოს რაგბის ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა.

 

„შავი ლომის“ გუშინდელი მარცხის მიუხედავად მსოფლიო სარაგბო სამყაროში „ბორჯღალოსნების“ პროგრესზე საუბრობენ. ის, რომ დღეს ქართული რაგბი ევროპულ ელიტაში განიხილება, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ ფონდის“ უპრეცედენტო სპორტული ქველმოქმედების დიდი დამსახურებაა, რაც ციფრებში 200 მლნ ლარზე მეტს გულისხმობს. ამ დამსახურების გამო ბიძინა ივანიშვილს მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ სპეციალური ჯილდოც კი გადასცა.

 

 

 

big_banner
არქივი