logo_geo
ხელბურთი | საქართველოს ნაკრები 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ავსტრიას დაუპირისპირდება
- +

28 იანვარი. 2024. 18:53

 

 

გერმანიის ქალაქ კიოლნში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.  გამოვლინდა 11 წყვილი, რომელიც ფინალური საგზურისთვის იბრძოლებს.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები გათამაშებაში დასკვნითი ეტაპიდან (პლეი ოფი) ჩაერთვება და ავსტრიის ძლიერ გუნდს შეხვდება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა.

 

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ვინაობა ორმატჩიან დუელში გაირკვევა. საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში თამაშს 8-9 მაისს ჩაატარებს, ხოლო მეორე მატჩი ავსტრიაში 11-12 მაისს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წლის იანვარში დაიწყება – ტურნირს ხორვატია, დანია და ნორვეგია უმასპინძლებს.

 

 

big_banner
არქივი