logo_geo
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ
- +

8 თებერვალი. 2024. 21:43

უეფას ერთა ლიგის რიგით მეოთხე გათამაშების წილისყრაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

 

 

„ბ დივიზიონის“ მესამე ჯგუფში ჩვენი ნაკრები ჩეხეთს, უკრაინასა და ალბანეთს დაპირისპირდება.

 

 

გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს საგზურს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება. ერთა ლიგის პირველი თამაშები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება, ტურნირის ფინალური ეტაპი კი 2025 წლის ივნისში.

big_banner
არქივი