logo_geo
კარლო ანჩელოტი ლურჯი ბარათის შესახებ: წესები არ უნდა გავართულოთ
- +

9 თებერვალი. 2024. 21:16

 

 

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლურჯი ბარათის შესახებ ისაუბრა.

 

ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფრომაცია, რომ ყვითელი და წითელი ბარათების პარალელურად, ფეხბურთში ლურჯი ბარათის შემოღება იგეგმა, რომელიც მოთამაშის მოედნიდან ათი წუთით გაძევებას ითვალისწინებს.

 

„მიმაჩნია, რომ წესების გამარტივებისკენ უნდა წავიდეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია და არ უნდა გავართულოთ. წესები კი ყოველ წელს სულ უფრო კომპლექსური ხდება“, – აცხადებს „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი.

 

 

big_banner
არქივი